„სუამ-ის დამკვირვებელთა ჯგუფს რაიმე არსებითი შენიშვნა არ გააჩნია”

სუამის სადამკვირვებლო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის პარლამენტიდან დეპუტატი ალი მასიმლი, უკრაინის უმაღლესი რადადან ივან კრულკო, იაროსლავ მარკევიჩი, ალექსანდრ ჩერნენკო და სუამის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი იყვნენ, 8 ოქტომბრის არჩევნებს აფასებს:

-„სუამ-ის დამკვირვებელთა ჯგუფს რაიმე არსებითი შენიშვნა არ გააჩნია. საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილი იყო პირობები თავისუფალი არჩევნებისთვის, ასევე შეინიშნებოდა ამომრჩევლის აქტივობა. არჩევნები ჩატარდა კონკურენციის პირობებში და შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები” – განაცხადეს მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარის დატოვება