პრეზიდენტმა საზოგადოებას მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების მიმდინარეობას გამოეხმაურა.

-“საარჩევნო გარემო იყო მშვიდი, რიგი გამონაკლისების გარდა, არჩევნების დღემ კი, მშვიდად ჩაიარა, თუმცა აქაც იყო გარკვეული გამონაკლისები. დათვლის პროცესში  იყო აგრესიული ქმედებები, რამდენიმე სამართალდარღვევა.  ეს არის არამხოლოდ სამწუხარო, არამედ ამ პროვოკაციულ ქმედებებს ჭირდება დროული გამოძიება. ჩვენი ყველას მიზანია, რომ ეს არჩევნები შეფასდეს, როგორც მაღალი სტანდარტის არჩევნები” – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა შესაბამის უწყებებს ხმების დათვლის პროცესში მომხდარი ინციდენტების სწრაფი გამოძიებისკენ, საზოგადოებას კი  მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

კომენტარის დატოვება