„ოცნებამ“ ოცნება აისრულა-კოჰაბიტაცია 2 გრძელდება!

„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი არჩევნების პირველად  მონაცემებს ეხმიანება:

-„ქართული ოცნებაზე“ დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს დღეს, აი ამ მოღალატე და გამყიდველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით მოეყვანა ხელისუფლებაში, ზოგიც პორტირებული ნაცები თავიანთი სახელით, ზოგიც თავად ნაციონალების სახელით, რომელიც ჩემთვის ორივე ერთი და იგივია „ნაც-ქოცები“.

დღეს საქართველოს „ნაც-ქოცების“ შემოსევა უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე გარეშე მტერი. ორივე ერთი მეორეზე უარესი გამყიდველი და მოღალატეა ქართველი ხალხისთვის!

რა უხარია „ოცნებას“, უამრავი მეორე ტური და ისევ „ნაცები“ პარლამენტში? იქნებ სწორედ ეგ იყო მისი მიზანი და 4 წელი სწორედ ამ მიზნისთვის იბრძოდა ასე!!! „ოცნებამ“ ოცნება აისრულა-კოჰაბიტაცია 2 გრძელდება!“

კომენტარის დატოვება