ამ დროისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 20 პოლიტიკური გაერთიანება, 47 – განხილვაშია

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრაცია კიდევ ექვსმა პარტიამ გაიარა. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით რეგისტრაციაში 16 ივლისს შემდეგი პოლიტიკური პარტიები დარეგისტრირდნენ:

„საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“;

„თავისუფალი საქართველო“ – საარჩევნო სახელწოდებით „თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა, გიორგი წულაია);

საქართველოს ლეიბორისტული პარტია – საარჩევნო სახელწოდებით „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – საარჩევნო სახელწოდებით „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“;

„თავისუფალი დემოკრატები“;

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“.

ამ დროისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 20 პოლიტიკური გაერთიანება, 47 არის განხილვაში, ხოლო ერთს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.