ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა.  საერთო ჯამში გამოცდებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი – გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი.