მსოფლიოს კომპოზიტორი მეტსახელად „მაესტრო“ (ვიდეო)

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და მუსიკალური პროდიუსერი ენიო მორიკონე  1928 წლის 10 ნოემბერს რომში მესაყვირეს ოჯახში დაიბადა. 1938 წელს მან სწავლა დაიწყო წმ.  სესილიას კონერვატორიაში საყვირის კლასში, 1944 წელს კი, გადავიდა ჰარმონიის კლასში.

1946 წლის ოქტომბერში ენიო იღებს მესაყვირის დიპლომს. მალე სწავლას აგრძელებს კონსევატრიაში, ქმნის მუსიკლურ ნაწარმოებებს, ეროვნულ სიმღერებს უკეთებს არანჟირებას, წერს მუსიკას რადიოსთვის, ტელევიზიისთვის და თეატრისთვის.

1950 -იანი წლების შუა პერიოდში ის იწყებს არაჟირებას კინოს მუსიკისთვის, თუმცა ტიტრებში მასზე მეტად ცნობილი კომპოზიტორების გვარებია მითითებული…მაშინ ის მუშაობდა ჯანი მორანდისთვის…

1961 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „Il Federale“, როემლიც ითვლება პირველ სურათად, როემლზეც მუშაობდა მორიკონე. სამი წლის განმავლობაში მან დაწერა მუსიკა 24 ფილმისთვის!

1964 წელს დაიწყო მისი თანამშრომლობა კინორეჟისორებთან სერჯო ლეონთან და ბერნარდო ბერტოლუჩისთან.

2007წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიენიჭა.

%d0%b1%d0%b5%d0%b7-%d0%bd%d0%b0%d0%b7%d0%b2%d0%b0%d0%bd%d0%b8%d1%8f

ფილმების გაფორმებისთვის ის იყენებდა ელექტროგიტარას, ზარებს, ფლეიტას. მალე მას იწვევდნენ ცნობილი რეჟისორები – ჯილ პონტეკორვო, მაურო ბოლონინი, პიერ-პაოლო პაზოლინი, ბრაიან დე პალმა, პედრო ალმადოვარი…

მთლიანობაში მორიკონემ შექმნა მუსიკა თითქმის 400 ფილმისთვის. მათ შორისაა „კარგი, ცუდი, ბოროტი”, “ერთხელ ამერიკაში“, „მისია“, „პატარა და დიდი ჩიტები“,  „პროფესიონალი“, „ახალი კინიოთეატრი ‘პარადიზო’“, „მგელი“… 1995 წელს კომპოზიტორს გადაეცა ჯილდო „ოქროს რტო“.

იგი აგრეთვე ავტორია უამრავი კამერული მუსიკის. მორიკონე სწორედ ფილმების მუსიკით გახდა ცნობილი.

 

კომენტარის დატოვება