მართლაც საინტერესო და განსხვავებული ახალგაზრდები არიან…

PH International-ის პროგრამა “მომავლის თაობის” ფარლებში მცხეთა-თიანეთის რეგიონში ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-თიანეთის კომიტეტის მხარდაჭერით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლის გენდერული პოლიტიკის საკითხებში თამთა მეგრელიშვილის ინიციატივით, დღეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა ხევსურთ სოფლისა და სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

საუბარი ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა და სხვა სამართლებრივ საკითხებთან ერთად შეეხებოდა გენდერის ინსტიტუტის, მის არსსა და განვითარებას.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია სააგენტო geomediatv.ge

ჩვენ თამთა მეგრელიშვილს დავუკავშირდით.

-ეს პირველი პროექტია, როგორ შეგხვდნენ სკოლის მოსწავლეები, თუ იყო მათი მხრიდან დაინტერესება და რა კითხვები ჰქონდათ?

-ძალიან დიდი სიხარულითა და ინტერესით დამხვდნენ სკოლის კართანვე. გავესაუბრე დირექტორს და შემდეგ უშუალოდ ბავშვებს.

14955994_1305658746151713_579283190986441626_n

ვისაუბრეთ თავისუფალ ფორმატში,განვიხილეთ გენდერის ინსტიტუტის საჭიეოება, განვითარება,ჩვენს მენტალიტეტსა და ტრადიციებთან გავავლეთ პარალელები,ვიმსჯელეთ რის მისაღებად ვართ მზად და რა გაგვიჭირდება ან უბრალოდ ვერ დავუშვებთ!ვისაუბრეთ რელიგიის,სულიერი მოძღვრის როლზე, რადგან დამსწრეთა სრული ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლდათ.

14997100_1305793022804952_663463579_n

მე მათ როგორც ჩემს თანატოლებს ვესაუბრე ჩემი ცხოვრების მაგალითზე თუ რამხელა შედეგი მოაქვს გააზრებულ შრომას, ერთმანეთის სიყვარულით საქმის კეთებას,თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სიყვარულს ოჯახში,მოძღვარს ოჯახური კონფლიქტების გადაჭრისთვის,შვილების გაზრდასა და სათანადო აღზრდას,ვისაუბრეთ ყოფით პრიბლემებზეც, რომლებიც მაპროვოცირებელია ძალადობისა,ვისაუბრეთ ურთიერთპატივისცემის არსზე,ოჯახის მნიშვნელობა,რწმენაზე,სიყვარულზე! მათ დაინახეს, რომ შეუძლებელი არაფერია!

14925738_1305658829485038_2251191789322355695_n

მთავარია მონდომება და საკუთარი თავის რწმენა! მე აღმოვაჩინე გოგონა, რომელიც საოცრად ხატავს და დავპირდი რომ გავუკეთებ გამოფენას.

დღევანდელი დღით  შევიძინე მეგობრები! აღმოვაჩინე საინტერესო ადამიანები და მათთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ!

-ვიცით, რომ პროექტი გრძელდება, შემდეგი რომელი სკოლები იქნებიან?

– შემდეგ იქნება თიანეთის #1 სკოლა, ასევე დაგეგმილი მაქვს მცხეთის და დუშეთის მოსწავლეებთან შეხვედრა.

თამთა, როგორ ფიქრობ, ხომ არ აქვთ ამ ბავშვებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაკლებობა და ინფორმაციული ვაკუუმი?

-კი, ნამდვილად აქვთ. ძალიან კარგი იქნება მათთან ხშირი ურთიერთობა, საუბარი, რაიმე ღონისძიებების გამართვა…მართლაც  საინტერესო და განსხვავებული ახალგაზრდები არიან. საუბრის ბოლოს მითხრეს, არ გვინდოდა დასწრება, არ გვეგონა საუბარი ამ კუთხით თუ წავიდოდა, გვეგონა მხოლოდ მამაკაცებს გალანძღავდითო. მერე მადლობა გადამიხადეს, დირექტორმა კი მითხრა, ეს ბავშვები ასე ყურადღებით ისმენდნენ რამეს, ჯერ არ მინახავსო. აი, ეს მაძლევს სტიმულს და მეორედ რომ ვესტუმრები, სხვა პროფესიის ადამიანებსაც წავიყვან მათთან.

 

კომენტარის დატოვება