დღეს თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს (video)

დღეს თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს.

https://www.youtube.com/watch?v=LWo3qtjq6JQ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მასალების გასაცნობად ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, პროგრამისტის გარდაცვალების საქმე მრავალტომიანია.

ადვოკატმა უკვე შეისწავლა ჩვენებების ნაწილი. მასალები სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნასაც მოიცავს, საქმეში დევს ფოტომასალაც, რომელიც სოფელ მაწევანთან, იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ცხედარი აღმოაჩინეს.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დაყენებულია შუამდგომლობა, რათა ამოღებული იქნას ანძებიდან, ბოლოს ვისთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია გარდაცვლილს.