ალეკო ელისაშვილი – ოპოზიციაზე საერთოდ არ ვფიქრობ, მათ თავისი, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ღმერთმა ხელი მოუმართოსთქო ვიტყოდი, მაგრამ ვისაც რევოლუცია უნდა, ამას არ ვუსურვებ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების გარკვეულ საკითხებში დარწმუნებას ცდილობდა, თუმცა ვერ მოხერხდა და ახლა ორივე მხარეს თავისი გზა აქვს.

ელისაშვილი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს გამოეხმაურა.

„ოპოზიციაზე ნაკლებს ვფიქრობ, კიარადა, საერთოდ არ ვფიქრობ. იყო დრო, რომ ვცდილობდი მათ რაღაცებში დარწმუნებას, მეც და ჩვენი პარტიაც, ვერ დავარწმუნეთ. მათ თავისი, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ღმერთმა ხელი მოუმართოსო ვიტყოდი, მაგრამ ვისაც ამ ქვეყანაში რევოლუცია უნდა, არ ვუსურვებ, რომ იმას ღმერთმა ხელი მოუმართოს. ვისაც ამ ქვეყნის ნორმალური განვითარება უნდა, ღმერთმა იმას მოუმართოს ხელი“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ოპოზიცია 25 თებერვალსა და 31 მარტს თბილისსა და ბათუმში აქციებს გამართავს.