ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად ოჯახის ადვოკატმა დახმარება უკვე სთხოვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული გამოძიების პროცესში ფედერალური ბიუროს სპეციალისტებიც ჩაერთონ.

დაღუპული გოგონას მამამ გუშინ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას უნდობლობა გამოუცხადა. ოჯახი ითხოვს საქმე უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს.

 

https://www.gmtv.ge/79299-2/

 

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში, კომპანია “ზეგ”-ის გენერალური დირექტორი რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. ეს სწორედ ის კომპანიაა, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.

თამარ კობერიძემ პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ადვოკატის თქმით კი, კობერიძემ გამოძიებას კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა. “ზეგ”-ის იურისტი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერების დროულად გახსნას ითხოვს და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მათი კომპანიისთვის მიყენებულ ზიანზე საუბრობს.