წინასაარჩევნო სკანდალები და პირველივე ტურში გამარჯვებული მაჟორიტარები

ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 50%- იანი ბარიერი “ქართული ოცნებიდან“  23-მა კანდიდატმა გადალახა, მათ შორის არის კახა ოქრიაშვილი, წალკადმანისის უკვე მაჟორიტარი დეპუტატი.

    წინასაარჩევნო პერიოდში კახა ოქრიაშვილის გარშემო არაერთხელ ატყდა სკანდალი, მას არასამთავრობოების ნაწილი და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები მუდამ წარსულს ახსენებდნენ და აცხადებდნენ, რომ „ის პორტირებული ნაცია“, (http://www.geomediatv.ge/%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa/

 თუმცა რეალობამ სულ სხვა ვითარება გვაჩვენა და ოქრიაშვილი დღეს 66,31%-ით პირველივე ტურში მაჟორიტარი გახდა.

კიდევ ერთი პირველივე ტურში გამარჯვებული კანდიდატია ენზელ მკოიანი . დღეს ის სამცხე-ჯავახეთში 63,42%-ით პირველივე ტურში გამარჯვებული დეპუტატია, არადა წინასაარჩევნო პერიოდში მასზეც ბევრი დაიწერა, ტელევიზიებში სიუჟეტებიც გავიდა და მას მუდმივად ახსენებდნენ, რომ მის სახელს უკავშირდებოდა ქართული ოცნებისაქტივისტის, სოკოლოვის ცემის ფაქტი ნინოწმინდაში და 2012 წელს ოცნების აქტივისტებისთვის ქვების სროლა.

http://www.geomediatv.ge/%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%96%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-2012-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%94/

ნაციონალების სკოლაგამოვლილ „ოცნების“ კანდიდატად სახელდებოდა ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი  იოსებ მაკრახიძე, მართალია ის პირველ ტურში ვერ გახდა გამარჯვებული, თუმცა ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობა მოიპოვა და ახლა მეორე ტურში ეცდება ირაკლი ალასანიას დამარცხებას.

 http://www.geomediatv.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98/

სკოლაში ანდაზებს ასწავლიან-„ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო“, „წისქვილმა კი ფქვასო…“ , ბავშვობაში ამ ანდაზებს თეორიულად ვსწავლობთ, მერე კი, დიდობაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება და უკვე პრაქტიკაში გადაგვაქვს….

ასეა თუ ისე, არჩევნების პირველი ტური დასრულდა, უკვე 23 მაჟორიტარია ცნობილი და იმედია, იმ პრობლემებს მიხედავენ, რაც მათ რაიონებში დახვდებათ.

და ბოლოს – 8 ოქტომბრის არჩევნებმა, მცირე გამონაკლისის გარდა, საკმაოდ მშვიდად ჩაიარა, განსაკუთრებით კი ამ რაიონებში, რომლებშიც უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ე.ი. ეს ნამდვილად ხალხის არჩევანია და ყველამ პატივი უნდა სცეს. წინ გრძელი 4 წელიწადია…  

 

 

კომენტარის დატოვება