საზოგადოებაში შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია, რაც მცდარია

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

-არ გვინდა ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირის სუფრები. ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, სანამ პანდემიაა, საზოგადოებაში შეიქმნა ილუზია რომ კორონავირუსი დამარცხებულია, რაც მცდარია.

მსოფლიოში ყოველდღიურად არის ახალი შემთხვევების მატება. შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა უკვე. საქართველო მსოფლიოს ნაწილია. მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.