“რატომ დამარტყი” – ხმაური რუსთავში “ოცნების” კანდიდატის წარდგენისას

ხმაური იყო რუსთავში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის დროს. სტრატეგია აღმაშენბლის წარმომადგენლები არ შეუშვეს სკვერი, სადაც ღონისძიება მიმდინარეობდა, რასაც დაცვასა და აქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ რომ მათ მდუმარე აქციის გამართვა უნდოდათ.

როცა აქციის მონაწილეებმა მანქანებისკენ გადაინაცვლეს, რათა იქ გაეგრძელებინათ პროტესტი, ერთ-ერთ მონაწილეს მამაკაცმა ხელი კრა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა მდგომარეობა.