შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. შემთხვევები თბილისსა და კახეთში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია და გორში გადახდილ ქორწილს უკავშირდება. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ახალა მათი კლინიკებში გადაყვანა მიმდინარეობს.