“კანონპროექტი, რომელიც “მეოცნებეთა” პარტიის უმრავლესობამ ჩააგდო…”

ზვიად ტომარაძის მიერ ინიცირებულ ბინადრობის გაყიდვის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ეხმიანება.

მინდა გამოვეხმაურო ბატონ ზვიად ტომარაძის მიერ ინიცირებულ “ბინადრობის გაყიდვის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტში ,რომელიც ” მეოცნებეთა” პარტიის უმრავლესობამ პირველივე მოსმენაზე ჩააგდო,ამჯერადაც არ გამოიჩინა პოლიტიკური ნება ასეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხზე, ეს იმ დროს ,როდესაც ჩვენი ერი ოფიციალური კვლევების მიხედვით მოკვდავ ერების სიაშია და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილია საზღვრებს გარეთ, ხოლო ათასი რჯულის უცხოტომელი დღევანდელი “ჩინოვნიკების” ხელშეწყობითა და ვერცხლზე გაყიდვით ეპატრონებიან ჩვენს ქვეყანას.

საკითხისადმი ასეთი გულგრილი მიდგომა არის დანაშაული ჩვენი მომავალი თაობების წინაშე და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს დღევანდელი ხელისუფლების სახეს…