იპოთეკით დაზარალებულებისთვის კარგი შეთავაზება გვაქვს…(ვიდეო)

გიორგი ჩახაია

“ზვიადის გზა”


ჩვენი ახალი ხელისუფლების პირობებში, ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში გადაეცემა 30 000 ლარიანი საბანკო ბარათები, საიდანაც შესაძლებლობა გექნებათ, გამოიტანოთ გარკვეული რაოდენობის თანხა.  თანხა თქვენი საკუთრება იქნება და არ საჭიროებს უკან დაბრუნებას. კერძოდ:

1. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, უფლება ექნება გამოიტანოს ყოველთვიურად 200 ლარი.

📋 ბევრი ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს 200 ლარს, იქნებიან ეს უმუშევრები, დაბალშემოსავლიანები, სტუდენტები თუ სხვა. ხოლო ვისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს, შეუძლია იქვე ჩააგროვოს ანგარიშზე და შემდეგ ერთიანად ისარგებლოს.

2. საარსებო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველებს, უფლება ექნებათ გამოიტანონ ყოველთვიურად 250 ლარი.

📋 ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღატაკეში და სახელმწიფო კი მათ „მათხოვრულად“ ეხმარება. მათ უკვე არსებულ შემოსავალს რომ თვიურად 250 ლარი დაემატება, რასაც ჰქვია სიღატაკეში მაინც აღარ იცხოვრებენ ადამიანები და ელემენტარული საარსებო ფული მაინც ექნებათ.

3. ყველა სახის პენსიის/სოციალური პაკეტის/კომპენსაციის მიმღებებს (ასაკით პენსიონერები, შშმ პირები, მარჩანალდაკარგულები, ომის მონაწილეები, დევნილები და ა.შ), უფლება ექნებათ გამოიტანონ ყოველთვიურად 250 ლარი.

📋 არსებული პენსიების, სხვადასხვა სოციალური პაკეტებისა თუ სახელმწიფო კომპენსაციების ოდენობა, არის ხელისუფლების მხრიდან ამის მიმღები ადამიანების აბუჩად აგდება. ამიტომ აუცილებელია, მათ ჰქონდეთ მინიმუმ 250 ლარიანი დანამატი.

4. მშობელს, გარდა მისი კუთვნილი თანხისა, თითოეულ არასრულწლოვან შვილზე დაემატება 50 ლარი.

📋 ძალიან ბევრ მშობელს და განსაკუთრებით მრავალშვილიანებს, საკმაოდ უჭირთ და აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მეტი თანხის გამოტანის უფლება.

5. ონკოლოგიურად ავადმყოფებს, იპოთეკით დაზარალებულებს, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს და მსგავსი პრობლემური კატეგორიის ადამიანებს, უფლება ექნებათ რიგ შემთხვევებში სრულადაც კი გამოიყენონ თანხები.

📋 ძალიან ბევრ ადამიანს, აქვს დიდი ფინანსური პრობლემები და ამ შემთხვევებში, მათივე კუთვნილი 30 ათასი ლარი სრულადაც შეეძლებათ რომ გამოიყენონ და თავი დააღწიონ ამ საშინელებას.

6. დამწყებ მცირე მეწარმეებს, საქმიანობის დასაწყებად უფლება ექნებათ გამოიტანონ 30 ათასი ლარიც კი, რათქმაუნდა გონივრულად.

📋 ძალიან ბევრ ადამიანს, სურს საკუთარი მცირე ბიზნესის დაწყება და ამის საშუალება არ აქვს. ე.წ. სტარტაპებს კი უმეტესად არც ბანკები აფინანსებენ. ვინც მიზნობრივად გამოიყენებს თანხებს, საკუთარი 30 ათასი ლარიდან, ბიზნესის დასაწყებად საჭირო თანხის ერთბაშად გამოტანაც კი შეეძლება.

პროექტის წლიური ბიუჯეტია, დაახლოებით 8 მილიარდი ლარი. პროექტის დაფინანსების წყაროა ეროვნული ბანკის ფულადი რესურსები და არა ბიუჯეტი. ინფლაცია დაგეგმილია მხოლოდ 5 %-ის ფარგლებში.

ვინ არიან და რა გეგმები აქვთ ახალ სახეებს პოლიტიკაში, რა დახმარებაზეა საუბარი და კიდევ რომელი სეგმენტი მოიაზრება ახალი პარტიის ახალ პროგრამაში. 

https://www.facebook.com/194103307792303/videos/1246098572396670/?__so__=channel_tab&__rv__=latest_videos_card