“მადლობას ვუხდი სირიის პრეზიდენტს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთვის…”

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის საელჩოს გახსნას ეხმიანება და მადლობას უხდის სირიის პრეზიდენტს. ბჟანიას თქმით, საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დალაგებას და თანამშრომლობას.

-მადლობას ვუხდი სირიის პრეზიდენტს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთვის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებისთვის, იმედი მაქვს მალე პირადადაც გავიცნობთ ერთმანეთს” – განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა. ბჟანიას განცხადება უკვე გამოქვეყნებულია ოფიციალურ საიტზე.

http://presidentofabkhazia.org/about/info/news/?ELEMENT_ID=12993

შეგახსენებთ:

https://www.gmtv.ge/81485-2/