სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების გადაწყვეტილება ძალაშია…

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სტუდენტები უნივერსიტეტში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან, როგორც ეს 28 სექტემბერს გადაწყდა. 

 

სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების გადაწყვეტილება ძალაში რჩება. თუმცაღა ამ საკითხზე მსჯელობა სულ მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველაფერს შეგატყობინებთ, – ამბობს გამყრელიძე.