აზერბაიჯანმა საარტილერიო-სარაკეტო ცეცხლი დილიდან განაახლა…

სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის 4 მიმართულებით საარტილერიო-სარაკეტო დაბომბვას განაგრძობს.

„დილით აზერბაიჯანმა სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებით სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვა განაახლა,“- აცხადებს სტეპანიანი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რაიონებს დილიდან არტილერიის გამოყენებით ბომბავენ.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს.

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება.