დედაქალაქში 13 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

კოვიდ ვირუსის ახალი შემთხვევების გამო, დედაქალაქში 13 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. როგორც ცნობილია, ბაღების თანამშრომლების ნაწილს COVID-19 დაუდასტურდა, პერსონალის ნაწილს კი კოვიდინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი. თანამშრომლები თვითიზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.