ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

უკვე მე-5 დღეა, რაც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებენ. დღეს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა.   გომელაურთან ერთად იმყოფებიან მისი მოადგილეები, იოსებ ჭელიძე ვლადიმერ ბორცვაძე.

მინისტრს ადგილზე დაგხვდა  სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა. შეხვედრა უკავშირდება ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას.