“ოცნების“ ლიდერები ,,ეუთო/ ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან

,,ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ,,ეუთო/ ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ შეხვდებიან დამკვირვებლებს.

დაგეგმილი შეხვედრის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პარტიის ლიდერები დამკვირველბებისთვის საარჩევნო პროცესის შესახებ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აპირებენ ინფორმაციის მიწოდებას.