ეს არის პირდაპირ ადამიანების გატაცება…

საოლქო კომისიების მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენები შეაფასა პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” წევრმა ლევან კობერიძემ.

“გუშინ, პარტიული დავალების საფუძველზე, ძალიან სწრაფად და მყისიერად მოხდა უარის თქმა პრაქტიკულად ყველა იმ საჩივარზე, რაც უკავშირდებოდა უბნების გახსნას და ხმების გადათვლას და გადაგვამისამართეს სასამართლოში, იმ სასამართლოში, რომელსაც ვერანაირად ვერ ექნება პრეტენზია სამართლიან სასამართლოზე. ეს არის არა ადამიანის ხმების მიტაცება, არამედ ეს არის პირდაპირ ადამიანების გატაცება,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.