თუ მცხეთობაზე მიდიხართ, გაეცანით პროგრამას

დღეს სვეტიცხოვლობასთან ერთად მცხეთობაც აღინიშნება.

პროგრამა.

2016 წლის მცხეთობა-სვეტიცხოვლობის პროგრამა ასეთია:

10:00-14:00 სთ. საზეიმო წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე

10:00 – 18:00 სთ.
ხალხური რეწვის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, სახვითი ხელოვნებისა და სხვადასხვა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამომცემლობების მიერ წიგნების გამოფენა-გაყიდვა. საბავშვო გასართობი პროგრამები, ბერიკები, ზღაპრის გმირები, ატრაქციონები.

„ბარაქიანი შემოდგომა“- საშემოდგომო ნობათის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წარმოებული პროდუქციისგამოფენა-გაყიდვა. შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები

12:00-17:00 სთ. ქართული ჭიდაობა, სპორტული ნარდი, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, კარატე, ჭადრაკი, ფრენბურთი.

12:15 სთ. საფეხბურთო სკოლის ამხანაგური მატჩი, ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემი.

12:00 -15:00 სთ. ნიჩბოსანთა საჩვენებელი- საერთაშორისო რეგატა ბაიდარა, კანოე, სლალომი, აკადემიური ნიჩბოსნობა. კულტურული ღონისძიებები

11:00-17:00 სთ. „სვეტიცხოვლობა – მცხეთობა -2016“-ს სადღესასწაულო კონცერტი (ქალაქ მცხეთის კულტურის სახლი, მცხეთის თვითმმართველი თემი, ყაზბეგი, თიანეთი, დუსეთი, კასპი, ახალგორი, ქუთაისი, აბაშა, ბორჯომი, გორი, ბოლნისი, რუსთავი, თბილისი)

13:00 სთ. საზეიმო გახსნა (მოწვეული სტუმრების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მისალოცი სიტყვა, საპატიო მოქალაქეების წარდგენა)

19:00 – 21:00 სთ. გალა კონცერტი მებო და „The Bearfox“ , ზაზა ხუციშვილი და ვაკის პარკი. 21:00 სთ. ფოიერვერკი

კომენტარის დატოვება