ოპოზიცია ამ შესაძლებლობაზე უარს არ უნდა ამბობდეს…

ზვიად ძიძიგური

პარტია “კონსერვატორები”

ოპოზიცია ამ შესაძლებლობაზე უარს არ უნდა ამბობდეს…

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია ყველაზე საფუძვლიანად გამოიძიოს 31 ოქტომბრის არჩევნების კანონიერება, მათ შორის შეუძლია, კომისიის სხდომებზე დაიბაროს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა უფლებამოსილი პირი, დაწყებული თამარ ჟვანიადან საუბნო კომისიის რიგითი წევრითა თუ დამკვირვებლით დამთავრებული. ასევე შეუძლია ნებისმიერი დოკუმენტის გამოთხოვნა და შესწავლა…

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა შეუძლია ჰოი საკვირველებავ – პარლამენტის 50 წევრს, მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება… ანუ ოპოზიციას შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას აღნიშნული კომისია…

🔴 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი; მუხლი 62;
პუნქტი 1.
…”პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება”…

პუნქტი 3.
…”ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე”… (იგულისხმება X მოწვევის პარლამენტი)