ნინო ბურჯანაძე: როგორ დავიჯერო ასეთი ოქმების?

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს არ ენდობა და პროტესტს უცხადებს. მისი თქმით, სანამ ხელახლა არ გადაითვლება ბიულეტენები, არ მოხდება ლეგიტიმაციის აღიარება.

-„ჩვენ არაერთი საჩივარი და განცხადბა გავაკეთეთ,ვითხოვთ უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლას, ვითხოვ კანონიერად და დაგვარწმუნონ, რომ მე მართალი არ ვარ. ყველა საუბნომ უარი გვითხრა უბნების გახსნაზე, რადგან მათ იციან, რომ მე მართალი ვარ. ვაპირებ გავაგრძელო ყველანაირი სამართლებრივი ბრძოლა. მე არ ვარ ისეთი ურცხვი და თავხედი, როგორიც ბევრია დღეს პოლიტიკაში, დარწმუნებული ვარ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ მქონდა, მაქვს უტყუარი საბუთები და ამიტომ ვაგრძელებ ბრძოლას.

ამ არჩევნებშიც „ოცნებამ“ გააგრძელა კოჰაბიტაცია, გაურიგდა მათ კიდევ ერთხელ და ასეთი შედეგიც დადგა, აიღო 27% და შევიდა პარლამენტში. როგორც გარიგდნენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ისე გარიგდნენ ახლაც, ოღონდ არ ესმით, რომ ყველა ხელისუფლების რღვევა იწყება მაშინ, როცა დგება ლეგიტიმაციის პრობლემა.

არის ოქმი მთაწმინდაზე, სადაც 177 ხმა გვაქვს მიღებული, მერე შესწორების ოქმით არის გადასწორებული ოქმი და 28 ხმაზეა ჩამოყვანილი, როგორ დავიჯერო მე ასეთი ოქმების? სწოორედ ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას“.

კომენტარის დატოვება