“მოგვეცით მუშაობის საშუალება”- ჟურნალისტების აქცია ქუთაისში

დავით ცხვარაძე

მოგვეცით მუშაობის საშუალება,”-ამ სლოგანით ქუთაისში, მოქმედ ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართა. მედიის სფეროს წარმომადგენლები 8 ოქტომბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინცინდენტს გმობენ და აღნიშანევნ, რომ მათ არჩევნების ღამეს პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მიეცათ.

ჟურნალისტები შესაბამის ორგანოებს, საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ჟურნალისტების მიერ გამართულ აქციას არასამთავრობო ორგანიზაციიის “თაობათა დიალოგი”-ს წარმომადგენელთან ერთად გახმაურებულ საქმეში ბრალდებული პოლიციელის გოდერძი თევზაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძეც შეუერთდა.

ცნობისთვის: დაკავბეულ პოლიციელს გამოძიება ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება, დემურ სტურუა გარდაცვლილია, პოლიციელი კი დაკავებული. შეგახსენებთ რომ საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს, სავარაუდოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდენენ, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს აპარატურა დაუზიანდათ. მომხადრთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარის დატოვება