ქუჩები, სადაც მოძრაობა შეზღუდულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 14 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალა რუსთაველის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
ასევე, ტრანსპორტის ნაკადი ვერ გადაადგილდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ქუჩებზე: ინგოროყვას, ლესია უკრაინკას, სულხან-საბას, ძმები ზუბალაშვილების, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, არჩილ ჯორჯაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე. შესაბამისად, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ.
ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას იღებენ.