პატრიარქი: „მალე აფხაზებთან ერთად ვიქნებით ღვთის წყალობით..“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის და ადგილის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ილია მეორემ დღევანდელი დღე განსაკუთრებულად უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებს და ოსებს მიულოცა.

“დალოცვილი და გახარებული იყავით. გილოცავთ ყველას ამ უდიდეს დღესასწაულს თქვენ და მთელ საქართველოს, განსაკუთრებით ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ვულოცავ აფხაზებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან დროებით და მალე  ერთად ვიქნებით ღვთის წყალობით. ვულოცავ ოსებს, რუსებს და ყველას. დიდი ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. უფალი, რომელიც გვაძლევს ამდენს მადლსა და ამდენ კურთხევას, უფალი მოჰკითხავს ყველა ჩვენგანს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხში განმტკიცდეს სარწმუნოება მართლმადიდებელი, სიყვარული და სასოება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ კურთხევა და მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში“ – აღნიშნა პატრიარქმა

კომენტარის დატოვება