„საარჩევნო ქოლგა“ და მწვანე ბარათები მცხეთაში

14 ოქტომბერს ცესკომ და სწავლების ცენტრმა ქ. მცხეთაში „ქოლგების აქცია“ გამართა, რომლის მიზანია ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტიურობის ზრდის წახალისება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მეორე ტურისთვის.

ცესკომ და სწავლების ცენტრმა „საარჩევნო ქოლგის“ ქვეშ ბევრი ამომრჩეველი გააერთიანა, რომლებმაც არჩევნებში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნა დააფიქსირეს და ნების გამოსახატად საარჩევნო ყუთში სიმბოლურად მწვანე ბარათები მოათავსეს წარწერით – მე აქტიური ამომრჩეველი ვარ.

ღონისძიების მონაწილეებს ამომრჩევლებისთვის შემუშავებული საინფორმაციო მასალა და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი ბუკლეტები  დაურიგდათ.

201610141618551 201610141618584

ღია ცის ქვეშ „ქოლგების აქციის“ გამართვას ცესკო და სწავლების ცენტრი გეგმავს ასევე 16 ოქტომბერს, თბილისობის სადღესასწაულო ღონისძიებაზე.

201610141618585

კომენტარის დატოვება