გიგი წერეთელი – ელისაშვილს აქვს თავისი მოსაზრება, ის ხედავს გადაწყვეტის თავის გზას, ეს არის მისი არჩევანი და ის არ მოიაზრება დიდ ოპოზიციურ ერთობაში

„ელისაშვილს აქვს თავისი მოსაზრება. ის ხედავს გადაწყვეტის თავის გზას, ეს არის მისი არჩევანი და ის არ მოიაზრება დიდ ოპოზიციურ ერთობაში,  – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელმა განაცხადა.

„შესაბამისად ის გადადგამს ალბათ იმ ნაბიჯებს, რაც მას მიაჩნია სწორად. თუმცა რამდენად სწორია ის საერთო პროცესისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს მანიპულირებული არჩევნები, ამას დრო გვანახებს“, – აცხადებს წერეთელი.