თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 38 წლის კაცი მოკლეს

მკვლელობა თბილისში – ზღვის ტერიტორიაზე 42 წლის მამაკაცმა, ნაცნობს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა. მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

38 წლის პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავე მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ფერმაში, რომელიც სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს, გუშინ ძმებს სუფრა ჰქონდათ გაშლილი და სტუმრად ჰყავდათ მათი ნაცნობი. თავდაპირველად დაპირისპირება სიტყვიერად დაიწყო, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამის შემდეგ კი აღნიშნულმა სტუმარმა ერთ-ერთ ძმას დანით ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.