სოზარ სუბარი – როცა ელაპარაკები მელიას, ბოკერიას, იქ ლაპარაკს მართლა არ აქვს აზრი

„გასაგებია ისიც, რომ რასაც წარმოადგენენ „ნაცები” და მათი ნაცისტური პარტიები გარე ურთიერთობებში, იგივე იქნებიან შიგნითაც. ამ ადამიანებთან დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც სუბარი აღნიშნავს  მათი მოწოდებაა  „ქვა ქვაზე არ დარჩენილა“.

„მათ უნდათ ან გაიტანონ თავისი, ან ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა მათ შემდეგ, ასეთია მათი პოლიტიკა. როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება აქვთ შიგნითაც და ასეთ დროს თუ ალეკო ელისაშვილი ან რომელიმე სხვა, ვერ ხედავს მათთან მოლაპარაკების ვერც რესურსს და ვერც აზრს, ეს ნიშნავს, რომ მივიდნენ ლოგიკურ დასკვნამდე. ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო, როცა ელაპარაკები მელიას, ბოკერიას, იქ ლაპარაკს მართლა არ აქვს აზრი,” – განაცხადა სოხარ სუბარმა.