სერგეი ლავროვი: ნავალნიზე დასავლელი პოლიტიკოსების კომენტარები იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასავლელი პოლიტიკოსების კომენტარები იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ.

„ჩვენ დავინახეთ, როგორ აიტაცეს გუშინდელი ამბავი რუსეთში ნავალნის დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ იგრძნობა, რა სიხარულით აკეთებენ ერთნაირ კომენტარებს. სიხარულით, რადგან, როგორც ჩანს, ეს დასავლელ პოლიტიკოსებს შესაძლებლობას აძლევს იფიქრონ, რომ ისინი ამგვარად იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანას შეძლებენ, რომელშიც ლიბერალური განვითარების მოდელი აღმოჩნდა“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს.