ალექსეი ნავალნი პუტინზე: ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სანაგვეზე მოისროლეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ერთი წუთის წინ გამომიყვანეს ადვოკატებთან შესახვედრად. მომიყვანეს აქ, სადაც სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს. რატომ იმართება სასამართლოს სხდომა პოლიციის განყოფილებაში? რატომ არავის შეატყობინეს? მე მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, იმ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და სანაგვეზე მოისროლეს. ეს უმაღლესი დონის უკანონობაა“, – განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

ცნობისთვის, 17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს

წყარო: imedinews.ge