საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 235 130-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 973 პირი ემსხვერპლა.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 434 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 865 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 398 პირი, აჭარაში – 1 788, იმერეთში – 2 269.