პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად
ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1993 წელს დაბადებული ფ.მ.
და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ცხელ კვალზე
დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „TV პირველის“
ოპერატორებს: 1999 წელს დაბადებულ გ.შ.-სა და 1999 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს
„TV პირველის” კუთვნილი მიკროფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალნენ. პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში
დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვას გულისხმობს, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,”-ნათქვამია განცხადებაში.