ნათია თურნავა: მნიშვნელოვანი ბიზნესაქტივობები იხსნება – ვაქცინაციის ცნობით, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს ვმასპინძლობთ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე

მნიშვნელოვანი ბიზნესაქტივობები იხსნება. ესაა, პირველ რიგში, არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგმოლები, მცირე და დიდი, ქსელური მაღაზიები – მთელი საქართველოს მასშტაბით, – ამის შესახებ ნათია თურნავამ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„აჭარაში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი დაბალია, სარესტორნო სივრცეების, კაფეების ღია სივრცეები გაიხსნა. საქალაქო ტრანსპორტი გაიხსნა პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა. ამასთან, იხსნება რეგულარული საერთაშორისო ფრენები და ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ გაზრდიან ავიაკომპანიები ქვეყანაში ვიზიტორების შემოყვანას. მათი შემოსვლის რეჟიმი შემსუბუქდა. ვაქცინაციის ცნობით, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს ვმასპინძლობთ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.