საქართველოში საფრანგეთის ელჩი – ჩემი სურვილია, ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს ერთ მთლიან საერთო საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გაერთიანება მოხდეს

ჩემი სურვილია, ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, შეჯერდეს ერთ მთლიან საერთო საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გაერთიანება მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

„დღევანდელ დღეს, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, საქართველო ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის არის პოლიტიკური, რეგიონული საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ინსტიტუცია იყოს ძლიერი, გამართული.

ამასთან დაკავშირებით მე ვისურვებდი, ეს ჩემი სურვილია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, შეჯერდეს ერთ მთლიან საერთო საკითხზე. ძლიერი, გაერთიანებული პოლიტიკური გარემო დაეხმარება საქართველოს, რომ ყველა ეს გამოწვევა დაძლიოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი სურვილია, რომ გაერთიანება მოხდეს“,- აღნიშნა ელჩმა.