ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში – ლადო კახაძე

ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა – “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვება მიულოცა.

„მე ვიცი ხასიათი იმ კაცის, ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბარათაშვილში (შეეშალა), ბასილაშვილში, იმ პოტენციალში, რომ ყოველ ახალ მოწოდებით ახალ ეისს გააკეთებს და ერთი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის” – განაცხადა  კახაძე.