თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ, იმაზე ისაუბრეთ, არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ

თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? – ასე უპასუხა თეა წულუკიანმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას კვლავ სჯერა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა. განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ელისაშვილს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნომერიც ჩააწერინა.

„ბატონო ალეკო, თქვენ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 20 12 12 და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს. ჩაინიშნეთ? ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?“ – განაცხადა წულუკიანმა.