საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 1 000-ზე მეტ სატვირთო ავტომობილს ატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობი-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 1 000-ზე მეტ სატვირთო ავტომობილს ატარებს.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლის შემდეგ, მგზავრებისა და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გატარება ქართული მხარის მიერ შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობი-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.