20 ივნისის ღამის განცხადება,” ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში”, ნამდვილად იყო მოწოდება – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თავმჯდომარე ნიკა მელია 20 ივნისის ღამეს პარლამენტი შენობის წინ, აქციაზე მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, ეს იყო მოწოდება“.

ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას – იყო თუ არა მოწოდება მისი განცხადება: „ხალხო, აქ ჩვენ არაფერი გვესაქმება პარლამენტის წინ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში“.

“მე ვთქვი პარლამენტის ეზოში და არა პარლამენტში და კი, ეს ნამდვილად იყო მოწოდება. ეს განცხადება აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და გეტყვით რატომ… ბაქოში მყოფმა კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ის არსად წასვლას არ აპირებდა და ამიტომ, ეს განცხადება გაკეთდა ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო.

20 ივნისის მოვლენებზე ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან გავრილოვის ღამე გრძელდება და ამ ღამის ერთ-ერთი შემოქმედი ისევ არის პარლამენტის წევრი. ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი ჩაჯდა იმ სავარძელში და სხდომა წაიყვანა რუსულად,”-აღნიშნა ნიკა მელიამ.