Reuters – რუსულმა ძალებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში 2 ქალაქი დაიკავეს

რუსულმა ძალებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ორი პატარა ქალაქი და ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. ინფორმაციას „როიტერი” საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსზე” დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ოთხდღიანი ბრძოლის და რუსეთის აგრესიის შემდეგ,  უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები ბელორუსის საზღვართან მოლაპარაკებებს მართავს, რომელიც უკვე დაიწყო.

მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთის მხირან ცეცხლის შეწყვეტა იქნება. როგროც გუშინ  უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ განაცხადა,  ძნელი წარმოსადგენი იყო, შეიძლებოდა თუ არა რაიმე პროგრესის მიღწევა, მაგრამ ცდად ღირდა.

გუშინ, პუტინმა რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალების მზადყოფნაში მოყვანა ბრძანა.