იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი დაუჭირა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას საპროცედურო საკითხთა, წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირა. კომიტეტების გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან, „მოქალაქეების“ ლიდერმა,  ლევან იოსელიანმა  მხარი არ დაუჭირა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.