გიგი უგულავა – მაინტერესებს, პოლიციელები მოვიდნენ, გაიხსენეთ ბერკუტელების ბედი, ყველას მოგეკითხებათ

მანქურთებისგან სხვა არაფერი იყო მოსალოდნელი, ახლა ვნახოთ, როგორ არის ძირგამომპალი სახელმწიფო ინსტიტუტები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ერთპარტიული პარლამენტი, მანქურთებით დაკომპლექტებული. ძალიან ტყუილად ცდება იქ ბევრი, რომელიც თვლის, რომ არაფერ შუაშია. მეგობრებო, არავის ესმის თქვენი ორპირობა, ორგულობა, ის საზიზღრობა, რასაც ჩადიხართ, ასე არ იქნება – მერე რა მოხდა, ყველას მოგეკითხებათ. იქნება ის, რომ მოვლენ საჩხუბრად, ვისაც ძალა ერჩის, უნდა იჩხუბოს, სხვა გზას არ ტოვებს. კანონიდან გავიდა ეს ხელისუფლება, კონსტიტუციის, ჯანსაღი აზრის ფარგლებიდან გავიდა, ამათგან ყველფერია მოსალოდნელი. პარლამენტი რომ მანქურთები არიან, მოსამართლეები უარესები არიან. მე მაინტერესებს სახეაფარებული პოლიციელები მოვიდნენ ერთი, ტყუილად აქვთ იმედი, გაიხსენეთ ბერკუტელების ბედი, ტყუილად ჰგონიათ, რომ ხელისუფლებას კიდევ დავჭირდები, იმას კიდევ დავჭირდები და ჩვენ ყველას დავჭირდებით. ამათგან ყველანაირი სიგიჟეა მოსალოდნელი. სუსტები არიან, ამათ ახლა აქვთ ყველაზე საშინელი მდგომარეობა. ტანჯავს კომპლექსი, ვაი, ახლა ბიძინა წავიდა და ხალხმა არ იფიქროს, ჩვენ ხალხს აღარ ვიჭერთ. ამ კომპლექსით მოვიდა ეს ხელისუფლება საგიჟეთამდე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.