ალეკო ელისაშვილი  წულუკიანზე – ადამიანი, რომელიც მეგონა, რომ სამართლიანობის მედროშე იქნებოდა –  მესაფლავე აღმოჩნდა

თეა წულუკიანი არის ადამიანი ,რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მართლმსაჯულების რეფორმის ჩაფლავებაზე, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილი  თავის მხრივ, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს  გამოეხმაურა, სადაც წულუკიანი მას მიმართავს: „ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, მანამდე მელიამ თუ არ გაგიტანათ“

„მან საქართველოს წინაშე შეირცხვინა თავი. გუდაწყვეტით ვამბობ, რომ თუ ვინმესი მჯეროდა, ვინც  სამართლიანობის აღდგენისთვის მედროშე და მებაირახტრე იქნებოდა, ეს იყო თეა წულუკიანი. მას პატივს ვცემდი  და ვიცოდი, რომ იგი იყო კვალიფიციური იურისტი, რომელიც სტრასბურგში მუშაობდა.  ადამიანი, რომელიც მეგონა, რომ სამართლიანობის მედროშე იქნებოდა –  მესაფლავე აღმოჩნდა.  დაბრუნდეს და კიდევ უფრო ცხარე დისკუსია გვექნება,“ – აღნიშნა ელისაშვილმა.