მიხეილ სააკაშვილი – უკრაინაში სტამბულის გავლით ვბრუნდებოდი, ესკალატორზე მოძრაობისას ამედევნა ერთი, აშკარად ქოცაქტივისტი ჩემსკენ გამოიწია და მაგინა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი აეროპორტში, მის თავს გადახდენილ ისტორიას ჰყვება.

როგორც სააკაშვილი წერს, აეროპორტში,ესკალატორზე დგომისას ერთი პიროვნება აედევნა და აგინა.

“ახლა ვბრუნდებოდი უკრაინაში სტამბულის გავლით და საინტერესო ისტორია შემემთხვა სტამბულის აეროპორტში.

ესკალატორზე მოძრაობისას თან ამედევნა ერთი აშკარად “ქოცაქტივისტი”, წინასწარ ცნობილი იყო, რომ დღეს უნდა დავბრუნებულიყავი უკრაინაში ამ რეისით და არამგონია, რომ ამ გაუპარსავი სუბიექტის გამოჩენა
შემთხვევითი  ყოფილიყო და გამოიწია ჩემზე გინებით და ვაპირებდი ყურადღება არც მიმექცია, მაგრამ ამასობაში შუაში მას წინ გადაუდგა ერთი ახალგაზრდა გოგო, რომელიც ასევე გვერდზე მოდიოდა და დაინახა ეს სცენა, ამ დროს მეც ჩავრთე ჩემი ვიდეო კამერა, მინდოდა რომ ეს გოგო თქვენც გენახათ, იმიტომ რომ მართლაც გულს ფსალმუნივით ეფინება ხოლმე ასეთი ადამიანების არსებობა საქართველოში – მათი გულისთვის ყველაფრის გაკეთება შეიძლება.

ამის შემდეგ, გზაში კიდევ შემომხვდა რამოდენიმე ქართველი და მეორე ადამიანიც ჩავწერე მისივე თხოვნით.
რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს ერთი მუჭა ხელისუფლების უზურპატორებთან და მათ მსახურებთან, მეორეს მხრივ, ახალ საქართველოსთან, რომელსაც მე ერთ დროს საკმაოდ არა მოკრძალებულად ვუწოდე “მიშას თაობა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.