ანდერს ფოგ რასმუსენი – რაც დღეს საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია, პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

რასმუსენი მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„ის რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია. მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს,“- წერს ანდერს ფოგ რასმუსენი Twitter-ში

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს.