აშშ-ის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, რომ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე 300 ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა

აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე 300 ადამიანის წინააღმდეგ აღძრა. „როიტერის“ ინფორმაციით, დაპატიმრებულია 280  ადამიანი.

„პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ გამოძიება უპრეცედენტო სიჩქარით და მასშტაბით მიმდინარეობს. მათ, ვინც დამნაშავეა, პასუხი უნდა აგონ, და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა აშშ-ის ფედერალური პროკურორის მოადგილემ.

აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ „გამოძიება ყურადღებით აკვირდება ყველა იმ პირს, ვინც გამოხატა თავდასხმის სურვილი, ან მსგავსი ქმედება მანამდეც ჩაიდინა.“

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის შტურმის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.